Registration Completed!
Can't upload images, check type
თქვენი მონაცემები

Passwords don't match
Passwords don't match

წესები და პირობები

შპს პროთელერ ჯორჯია

ვადები და პირობები

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს პროთელერ ჯორჯიაში

მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისით, რომელიც რეგულირდება წინამდებარე ვადებით და პირობებით. გთხოვთ დაკვირვებით წაიკითხოთ ისინი.

  1. შპს პროთელერ ჯორჯიას შესახებ
    1. შპს პროთელერ ჯორჯია, კომპანია, რომელიც არსებობს საქართველოს რესპუბლიკის კანონების თანახმად, საიდენტიფიკაციო ნომრით 402092846. ჩვენ წარმოვადგენთ რეგისტრირებულ საგადახდო სერვისის პროვაიდერს საქართველოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მიერ მონიჭებული უფლებამოსილებით. ჩვენი საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ნომერია 0080-2904. ჩვენს საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი (www.nbg.gov.ge; საქართველოს ეროვნული ბანკი არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე), ჩვენი ოფისი განთავსებულია ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირი N 116 (აღნიშნული ასევე წარმოადგენს ჩვენს იურიდიულ მისამართს).
    2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, შპს პროთელერ ჯორჯია რეგისტრირებულია შემდეგი მომსახურების უზრუნველსაყოფად: ელექტრონული ფულის გადარიცხვები და ელექტრონული ფულით საქონლის ან მომსახურების შეძენა.

 

  1. ვადების და პირობების მოქმედების სფერო
    1. წინამდებარე ვადების და პირობების თანახმად ხდება თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის და სხვა მასთან დაკავშირებული გადახდის სერვისის გახსნა, გამოყენება და დახურვა, როგორც აქ არის დადგენილი. ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთნ ერთად ისინი წარმოადგენენ კანონიერ ურთიერთობას თქვენსა და ჩვენს შორის. დამატებითი მომსახურების გამოყენების მიზნით თქვენ უნდა მიიღოთ დამატებითი ვადები და პირობები, რომლის შესახებაც გაცნობებთ სერვისის შეკვეთის ან გამოყენების დროს. რეკომენდირებულია, რომ ამობეჭდოთ ან ჩამოტვირთოთ და შეინახოთ ამ ვადების და პირობების ასლი სამომავლოდ. თქვენ ყოველთვის შეძლებთ არსებული ვადების და პირობების გადახედვას ჩვენს ვებ-გვერდზე.
    2. შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის ტიპზე დაყრდნობით შესაძლებელია დამატებითი ვადების და პირობების გამოიყენება, რის შესახებაც გეცნობებათ შესაბამის დროს.

 

  1. თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიში
    1. თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიში წარმოადგენს ელექტრონული ფულის ანგარიშს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაგზავნოთ და მიიღოთ ელექტრონული გადახდები.
    2. თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიში დენომინირებულია თქვენს მიერ არჩეულ ვალუტაში. თქვენ ვერ შეცვლით შესაბამისი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის ვალუტას მას შემდეგ, რაც შეეცდებით ანგარიშიდან გადახდის განხორციელებას.
    3. მე-7 პუნქტის თანახმად, თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშზე არსებულ ელექტრონულ ფულს არ გასდის ვადა, მაგრამ მას არ ერიცხება რაიმე პროცენტი.
    4. თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს მოხსნათ თანხა ანგარიშიდან. თუმცა, დაგჭირდებათ იდენტობის დადასტურება წინასწარ და იმ მოთხოვნების დაცვა, რომლებიც განსაზღვრულია საჭიროების საფუძველზე. არ არის განსაზღვრული მინიმალური გამოტანის ოდენობა, მაგრამ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა საკმარისი უნდა იყოს ნებისმიერი საკომისიოს დასაფარად. შეგიძლიათ ამოირჩიოთ თანხის მოხსნის მეთოდი მოთხოვნის გაკეთების დროს.
    5. ელექტრონული ფულის ანგარიში არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშს. ამ ვადების და პირობების მიღებით თქვენ აღიარებთ ამას. ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გავხდებით გადახდისუუნარო, შესაძლოა დაკარგოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ელექტრობული ფული. თუცმა, ჩვენ მკაცრად ვიცავთ პოლიტიკას, რომელიც შექმნილია ელექტრონული ფულის ანგარიშებში ჩადებული თანხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
    6. შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშზე არსებული ელექტრონული ფული ეკუთვნის პიროვნებას ან იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია როგორც შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის მფლობელი. პირს, რომელიც არ არის შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის მფლობელი, არ გააჩნია ანგარიშზე არსებულ თანხებზე წვდომის არანაირი უფლება, მემკვიდრეობის შემთხვევების გარდა. თქვენ არ შეგიძლიათ ანგარიშს გადაცემა მესამე მხარისათვის ან მესამე მხარისთვის, ანგარიშთან დაკავშრბეული რაიმე სახის სამართლებრივი თუ ქონებრივი უფლებების მინიჭება.
    7. თქვენი პროთელერ ჯორჯიას ანგარიში შესაძლოა, დაექვემდებაროს ატვირთვის, გადახდის და მოხსნის ლიმიტებს, რაც დამოკიდებულია თქვენს ქვეყანაზე, თქვენი ანგარიშის გადამოწმების სტატუსსა და სხვა ფაქტორებზე, რომლებსაც დროდადრო ვიყენებთ მსგავსი ლიმიტების დასადგენად.
    8. თქვენთვის ცნობილია და აღიარებთ, რომ ჩვენი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონებით ფულის გათეთრებისა და მსგავსი დანაშაულის აღკვეთის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონის შესაბამისად ვალდებულნი ვართ მოვახდინოთ თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია და სხვა ინფორმაციის მიღება, საქართველოს კანონმდებლობის შესბამისად, სანამ თქვენი ანგარიში მოქმედი გახდება. თუ თქვენ არ გასცემთ პასუხს ჩვენს ყველა კითხვას ან არ მოგვაწვდით ყველა სახის მოთხოვნილ ინფორმაციას, ჩვენ შესაძლოა ვერ მივიღოთ თქვენი განაცხადი მომსახურების შესახებ. მოსაწოდებელი ინფომრაცია ასევე მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, იმ პირების სახელებსა და პირადობის დამადასტურებელ მონაცემებს, რომლებთანაც თქვენ ფინანსური კავშირი გაქვთ.

 

  1. თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის გახსნა
    1. ჩვენი გადახდის სერვისების გამოყენების მიზნით, პირველ რიგში უნდა გახსნათ ანგარიში ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი დეტალების დარეგისტრირებით. როგორც რეგისტრაციის პროცესის ნაწილი, საჭიროა ამ ვადების და პირობების და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის აღიარება. დამატებითი სერვისის შეკვეთის შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი ვადების და პირობების მიღება.
    2. თუ ხართ ფიზიკური პირი, უნდა იყოთ 21 წლის ან ზევით, რათა შეძლოთ სერვისით სარგებლობა, ხოლო ანგრიშის გახსნით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის. ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მოვითხოვოთ თქვენს მიერ ასაკის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
    3. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის გახსნა, თუ ჩვენ არ დავადასტურებთ დამატებითი ანგარიშის გახსნას.
    4. შეგიძლიათ შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის გახსნა, თუ ეს დაშვებულია თქვენს ქვეყანაში. ანგარიშის გახსნით გვაძლევთ გარანტიას, რომ თქვენს მიერ ანგარიშის გახსნით არ ირღვევა მოქმედი კანონი ან რეგულაცია. თქვენ გვათავისუფლებთ ნებისმიერი დანაკარგისაგან, რომელიც განვიცადეთ თქვენს მიერ ამ პუნქტის დარღვევის შედეგად.
    5. რეგისტრაციის პროცესში თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და მართალი.
    6. შეგიძლიათ თქვენს ანგარიშს დაუმატოთ გადახდის საშუალებები (როგორიცაა ბანკის ანგარიშები, საკრედიტო ბარათები ან სადებეტო ბარათები), თუ ხართ გადახდის ინსტრუმენტის დასახელებული მფლობელი. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიღებთ ამ მოთხოვნის დარღვევას და ყველა ღონეს ვიხმართ, რათა გადახდის ის საშუალება, რომლის დასახელებული მფლობელიც არ ბრძანდებით, მივიღოთ როგორც თაღლითური ქმედება.
    7. რეგისტრაციის პროცესში, თქვენ გეკითხებიან, აპირებთ თუ არა თქვენი ანგარიშის გამოყენებას პირადი ან კომერციული მიზნებისთვის. თუ თქვენ გაქვთ თქვენი ანგარიშის კომერციული მიზნებით გამოყენების განზრახვა, უნდა გვითხრთ ამის შესახებ, მაშინაც კი, თუ თქვენ მას პირადი მიზნებით გამოიყენებთ. თუ აცხადებთ, რომ გამოიყენებთ თქვენს ანგარიშს მხოლოდ პირადი მიზნებისათვის, ამის შესახებ უნდა გვაცნობოთ წინასწარ, ვიდრე მომავალში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოიყენებთ მას კომერციული მიზნებისთვის და დაუკავშირდეთ მომხმარებელთა სერვისს. თქვენ იყენებთ ანგარიშს კომერციული მიზნებით, თუ იღებთ გადახდებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. ვიტოვებთ უფლებას, დავადგინოთ, იყენებთ თუ არა ანგარიშს კომერციული მიზნებისათვის. თუ თქვენ იყენებთ ანგარიშს კომერციული მიზნებისათვის, წინამდებარე ვადებთან და პირობებთან ერთად, თქვენთვის სავალდებულოა ჩვენი სავაჭრო ვადების და პირობების მიღება და ამისათვის გადაიხდით საკომისიოს ჩვენს სავაჭრო გვერდზე. თუ ეჭვი გეპარებათ თქვენი საქმიანობის კომერციულ ხასიათში, დაუკავშირდით მომხმარებელთა სერვისს.
    8. ანგარიშის გახსნის შემდგომ შეგიძლიათ დახუროთ იგი ყოველგვარი გადასახადის გარეშე მომხმარებელთა სერვისთან დაკავშირებით; თუმცა, თუ თქვენს ანგარიშზე დარიცხეთ თანხები, მოგეთხოვებათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა თანხების გატანამდე. ტრანზაქციები და ტრანზაქციების საკომისიო, რომელიც დარიცხულია ანგარიშის დახურვამდე (მათ შორის იმ ტრანზაქციების ჩათვლით, რომლებიც არ არის ანულირებული და ინიცირებულია, მაგრამ არ არის დასრულებული თქვენს მიერ ანგარიშის დახურვამდე), არ ანაზღაურდება.

 

  1. თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის შენარჩუნება
    1. უნდა უზრუნველყოთ, რომ ანგარიშზე არსებული ინფორმაცია ყოველთვის იყოს ზუსტი და განახლებული, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეული იქნება ამის გაუთვალისწინებლობით. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მოგთხოვოთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადასტურება და მტკიცებულების სახით დოკუმენტაციის წარმოდგენა.
    2. ჩვენ შეგვიძლია, დაგიკავშირდეთ ელ-ფოსტის ან სხვა საშუალებით, რომელიც აღწერილია მე-19 ნაწილში თქვენი ანგარიშის შესახებ ინფორმაციასთნ ერთად. თქვენ გევალებათ, რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტის ანგარიშის სათანადო ფუნქციონირება ან კომუნიკაციის სხვა მეთოდები, რომლებიც დარეგისტრირებული გაქვთ თქვენს ანგარიშზე და წაიკითხოთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული შეტყობინებები. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს რაიმე სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია ამის შეუსრულებლობით.
    3. თანხების დარიცხვა, გადახდების მიღება, გადახდების გაგზავნა და თანხების მოხსნა აისახება თქვენს ონლაინ ტრანზაქციების ისტორიაში დარიცხულ საკომისიებთან ერთად. თითოეულ ტრანზაქციას ენიჭება ტრანზაქციის უნიკალური  კოდი და ნაჩვენებია ტრანზაქციის ისტორიაში. კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ ჩვენთან დაკავშირებისას, უნდა მოახდინოთ ამ ტრანზაქციის კოდის ციტირება. რეგულარულად უნდა შეამოწმოთ თქვენი ანგარიშის ბალანსი და ტრანზაქციის ისტორია. უნდა გვაცნობოთ ნებისმიერი დარღვევების შესახებ ან რაც შეიძლება სწრაფად განმარტოთ მომხმარებლების სერვისთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა.
    4. მე-8 ნაწილის დებულებების თანახმად და 9.5-ე ნაწილის დებულებების დარღვევის გარეშე, თქვენს ანგარიშზე არალიცენზირებული ან არასწორად განხორციელებული ტრანზაქციის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით, უნდა გვაცნობოთ დაუყოვნებლივ მას შემდეგ რაც შეიტყობთ არალიცენზირებული ან არასწორი ტრანზაქციის შესახებ და ნებისმიერ შემთხვევაში ტრანზაქციის სადებეტო თარიღიდან არა უგვიანეს ექვსი (6) თვისა.

 

  1. თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის უსაფრთხოება
    1. ყველა ღონე უნდა იხმაროთ თქვენი ანგარიშის პაროლის დასაცავად და არასოდეს გაუმჟღავნოთ იგი სხვას. ჩვენი პერსონალი არასოდეს მოგთხოვთ პაროლის წარმოდგენას ჩვენთვის ან მესამე მხარისათვის. ნებისმიერი მიღებული შეტყობინება ან ვებ-გევრდი, რომელსაც ეწვევით, თუ იგი გეკითხებათ პაროლის შესახებ, და იგი არ არის შპს პროთელერ ჯორჯიას ვებ-გვერდი ან შპს პროთელერ ჯორჯიას გადახდის სისტემის ვებ-გვერდი, უნდა გვაცნობოთ ჩვენ. თუ გაქვთ ეჭვი ვებ-გვერდის ნამდვილობის შესახებ, დაუკავშირდით მომხმარებელთა სერვისს. რეკომენდირებულია პაროლის რეგულარულად ცვლა (სულ მცირე ყოველ სამ (3)- ექვს (6) თვეში ერთხელ, თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევის რისკის შესამცირებლად. ასევე გირჩვეთ, არ აირჩიოთ ისეთი პაროლი, რომელიც ადვილად გამოსაცნობია იმ ინფორმაციიდან, რომელსაც ფლობს სხვა პირი თქვენს შესახებ ან პაროლი, რომელსაც აქვს რაიმე მნიშვნელობა. არასოდეს მისცეთ უცხო პირს თქვენს ანგარიშზე წვდომის უფლება.
    2. თუ გაქვთ რაიმე ჩვენება ან ეჭვი თქვენი ანგარიშის, რეგისტრაციის დეტალების, პაროლის ან სხვა დამცავი შტრიხების დაკარგვის, მოპარვის ან ულიცენზიო გამოყენების შესახებ, რეკომენდირებულია პაროლის შეცვლა. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ მომხმარებელთა სერვისს და აცნობოთ ანგარიშის, რეგისტრაციის დეტალების, პაროლის ან სხვა დამცავი შტრიხების დაკარგვის, მოპარვის ან ულიცენზიო გამოყენების თაობაზე. ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდების დაგვიანებამ შესაძლოა არამარტო გავლენა მოახდინოს თქვენი ანგარიშის დაცვაზე, არამედ გამოიწვიოს თქვენთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ზარალის გამო. თუ ეჭვობთ, რომ თქვენს ანგარიშზე წვდომა განახორციელა უცხო პირმა, დაუკავშირდით ადგილობრივ პოლიციას და მოახსენეთ ინციდენტის შესახებ.
    3. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ანგარიშის შეჩერება ან მისი ფუნქციონირების სხვაგვარად შეზღუდვა გონივრულ საფუძველზე, რაც დაკავშირებულია შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის უსაფრთხოებასთან ან მისი უსაფრთხოების შტრიხებთან ან თუ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდა თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის ულიცენზიო გამოყენება. ჩვენ დაუყოვნებლივ გაცნობებთ ჩვენი ეჭვის და ამ ეჭვის გაჩენის მიზეზების შესახებ, თუ ეს შეტყობინება არ არის უკანონო ან ეწინააღმდეგება უსაფრთხოების გონივრულ ინტერესებს. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვხსნით შეზღუდვას მას შემდეგ, რაც ეჭვის მიზეზები აღმოიფხვრება.
    4. თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა გონივრული ზომა, რათა დაცული იყოს თქვენი ელ-ფოსტის ანგარიშები და განხორციელდეს წვდომა მხოლოდ თქვენს მიერ, რამდენადაც თქვენი ელ-ფოსტის მისამართი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას პაროლის აღსადგენად ან თქვენთან დასაკავშირებლად ანგარიშის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. თქვენს ანგარიშზე დარეგისტრირებული ელ-ფოსტის კომპრომიტირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მომხმარებელთა სერვისს და ასევე ელ-ფოსტის სერვისის მომწოდებელს.
    5. იმის მიუხედავად, იყენებთ თუ არა ანგარიშზე წვდომისათვის საჯარო, საზიარო თუ თქვენს საკუთარ კომპიუტერს, ყოველთვის უნდა უზრუნველყოთ, რომ არ მოხდეს თქვენი რეგისტრაციის დეტალების შენახვა ბრაუზერით ან სხვა ჩანაწერით. არასოდეს გამოიყენოთ ფუნქცია, რომელიც ინახავს რეგისტრაციის დეტალებს ან პაროლს თქვენს მიერ გამოყენებადი კომპიუტერით.
    6. თქვენს მიერ გამოყენებულ დამატებით პროდუქტს ან სერვისს შესაძლოა, ჰქონდეს დამატებითი უსაფრთხოების მოთხოვნები და თქვენ უნდა გაეცნოთ მათ შეტყობინების მიღების შემდეგ.

 

  1. თქვენი შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის დახურვა
    1. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დახუროთ ანგარიში მომხმარებელთა სერვისთან დაკავშირების გზით.
    2. თუ დახურვის დროს თქვენს ანგარიშზე ირიცხება ბალანსი, ჩვენ გირჩევთ გონივრული დროის პერიოდში მოხსნათ თანხა, რა დროსაც თქვენი ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დარჩენილი ბალანსის მოხსნის მიზნით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თქვენ ვეღარ შეძლებთ ანგარიშზე წვდომას, მაგრამ შეგიძლიათ მოხსნათ დარჩენილი თანხა მომხმარებელთა სერვისთან დაკავშირებით და მოითხოვოთ თანხის გამოგზავნა ჩვენთვის ხელსაყრელი გზით. ამის გაკეთება შესაძლებელია ანგარიშის დახურვიდან ექვსი წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ, რომ დარჩენილი თანხა მოხსნათ რაც შეიძლება სწრაფად, რადგან მათ არ დაერიცხება არანაირი პროცენტი. თქვენი ვალდებულებები ანგარიშის უსაფრთხოდ შენახვასთან დაკავშირებით, რომლებიც დადგენილია მე-6 ნაწილში, კვლავ ძალაშია.
    3. თქვენი რეგისტრაცია და ანგარიში შესაძლოა გაუქმდეს იმ შემთხვევაში თუ 1 (ერთი) წლის განმავლობაში არ განახორციელებთ აქტივობას. აღნიშნულის შესახებ გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებული კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებით, დადგენილი წესით. თქვენ უფლებამოსილი ხართ გააგრძელოთ რეგისტრაციის ვადა პირად კაბინეტში შესვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია და ანგარიში უქმდება და  თქვენს ანგარიშზე არსებული ელექტრონული ფული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განაღდდება თქვენს საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის გზით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, 7.2. ნაწილით გათვალისიწნებული წესით. 
    4. თქვენი ანგარიში ასევე შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გამოიყენებთ ელექტრონულ საფულეს რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
    5. ვიტოვებთ უფლებას, განვახორციელოთ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინასნების, თაღლითობის ან სხვა უკანონო მოქმედების შემოწმება თქვენი თანხის ავტორიზებულ მოხსნამდე, მათ შორის თქვენთვის თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით ანგარიშის დახურვის შემდეგ. თქვენ თანახმა ხართ დროის დადგენილი ზღვარის არსებობაზე ჩვენი მოვალეობების შესასრულებლად, როგორც ეს ამ ნაწილშია განსაზღვრული.

 

  1. თანხების დარიცხვა
    1. თქვენ შეგიძლიათ, თანხების დარიცხვა ვებ-გვერდზე ვიზიტის მეშვეობით, თქვენი ანგარიშის რეგისტრაციით და შესაბამისი ინტრუქციების გათვალისწინებით. წარმოდგენილია ჩარიცხვის მეთოდების სხვადასხვა სახეობა, რაც დამოკიდებულია, თუ გადახდის რომელი საშუალებები დაუმატეთ თქვენს ანგარიშს და გადახდის რომელი მეთოდებია ხელმისაწვდომი თქვენს ქვეყანაში. დარიცხვის მეთდები წარმოადგენენ მესამე მხარის, ფინანსური ინსტიტუტების ან/და არაფინანსური ინსტიტუტების მიერ მოწოდებულ გადახდის სერვისებს (მაგალითად, გადახდის ბარათის გამცემი, რომელსაც თქვენ იყენებთ თანხების დასარიცხად ან მესამე მხარის პირდაპირი საბანკო სერვისის მომწოდებელი) და არ წარმოადგენენ ჩვენი სერვისის შემადგენელ ნაწილს. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას რომელიმე კონკრეტული დარიცხვის მეთოდის გამოყენებაზე და შეგვიძლია ცვლილებების განხორციელება ან რომელიმე კონკრეტული მეთოდის შეწყვეტა ნებისმიერ დროს მე-18 ნაწილში დადგენილი პროცედურის დაცვის გარეშე. 8.7-ე ნაწილის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი დარიცხვის გადახდაზე, ვიდრე არ მივიღებთ ატვირთულ თანხებს.
    2. შესაძლებელია დაგისვათ კითხვები უსაფრთხოების ან სხვა მოქმედებების დასრულების შესახებ, რომლებიც საჭიროა ტრანზაქციის სათანადო ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად.
    3. თუ თქვენ ირჩევთ დარიცხვის მეთოდს გადახდის ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც შესაძლოა, ექვემდებარებოდეს უკან დაბრუნების ისეთ უფლებას, როგორიცაა (მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ) საკრედიტო ან სადებეტო ბარათი ან პირდაპირი დებეტი, თქვენ განაცხადებთ, რომ არ გამოიყენებთ ამ უფლებას გადახდის ინსტრუმენტის ავტორიზებული გამოყენების ან ჩვენს მიერ წინამდებარე ვადების და პირობების დარღვევის შემთხვევის გარდა, რაც მოგანიჭებთ დარიცხული თანხის დაბრუნების უფლებას. სხვა შემთხვევაში, თქვენ არ შეგიძლიათ ტრანზაქციის განხორციელება იმ მიზეზით, რომელზეც ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი მათ შორის (და არამარტო) შემსყიდველებთან დავების ჩათვლით საქონლის ან სერვისის მიუწოდებლობის ან  არასაკმარისი ბალანსის გამო გადახდის ანგარიშზე. ვიტოვებთ უფლებას, დაგაკისროთ საკომისიო და ხარჯი, რომელიც გავწიეთ თანხის უკან დაბრუნებასთნ დაკავშირებით. ასევე შეგვიძლია, დაგაკისროთ დაბრუნების საკომისიო 100 ლარის ოდენობით (ან თქვენი ანგარიშის ექვივალენტური ვალუტა), რაც დამოკიდებულია ვითარებაზე.
    4. ზოგიერთი ონლაინ მოვაჭრეები გვთავაზობენ საქონელს ან მომსახურებას, რომლის საფასურის გადახდა შესაძლებელია გამოწერილი ქვითრის გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ გადახდა რეგულარულად გამოიქვითება თქვენი ანგარიშიდან. გადახდის და იმ ინტერვალის ოდენობა, როდესაც ხდება დაქვითვა, განისაზღვრება შესაბამისი შემსყდველის მიერ. გამოწერილი ქვითარი არის შეთანხმება თქვენს და შემსყიდველს შორის. თუ გსურთ ქვითრის შეცვლა ან გაუქმება ან გაქვთ შეკითხვა თუ პრეტენზია ქვითრის გადახდასთან დაკავშირებით, ამის გაკეთება შესაძლებელია უშუალოდ შემსყიდველთან დაკავშირებით და მის მიერ დადგენილი ვადების და პირობების გამოყენებით. შემსყიდველთან დაკავშირების შემდეგ უნდა გვაცნობოთ ამის შესახებ. ჩვენ არ შეგვიძლია გადახდის ქვითრის გაუქმება ან შეცვლა შემსყიდველის თანხმობის გარეშე. თქვენ ვერ გააუქმებთ ან სხვამხრივ შეცვლით გადახდის ქვითარს პირველ რიგში შემსყიდველთან დაკავშირების გარეშე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი გადახდის ქვითარზე, რომელიც დაქვითულია თქვენი ანგარიშიდან, ვიდრე არ აცნობებთ შემსყიდველს გაუქმების შესახებ. თქვენ ვერ შეძლებთ გადახდის გაუქმებას, რომელიც უკვე გაუქმებულია შემსყიდველის მიერ.
    5. თქვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოთ ანგარიშზე საკმარისი თანხების არსებობა გადახდის განსახორციელებლად, რაც მოხდება გამოწერილი ქვითრის საშუალებით. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკომისოზე, მოსაკრებელსა თუ ჯარიმაზე, რომელიც დაგეკისრებათ ანგარიშზე არასაკმარისი თანხის არსებობის გამო თქვენი ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით. თუ თქვენი ანგარიში ნეგატიურ ბალანსზეა, მსგავსი გადახდების ან სხვა მიზეზით თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა თანხების კომპენსაციაზე, რა დროსაც გამოიყენება 8.6. ნაწილის პირობები. გამოწერილი ქვითრის გზით განხორციელებული გადახდა არის „გადახდა“, როგორც ეს განმარტებულია წინამდებარე ვადებსა და პირობებში და ყოველ გადასახადზე დაეკისრება გონივრული საკომისიო.
    6. თუ ტრანზაქციის დაბრუნება ან ანულირება იწვევს თქვენს ანგარიშზე ნეგატიური ბალანსის არსებობას, თქვენ ხელმეორედ უნდა გადაიხადოთ ნეგატიური ბალანსი ანგარიშზე საკმარისი თანხების დარიცხვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს წარმოადგენს ვადების და პირობების დარღვევას. ნეგატიური ბალანსის ხელმეორედ გადახდა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ შეტყობინების გარეშე. ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს, გამოგიზგავნოთ შეტყობინება ან მივიღოთ ვალის ამოღების სხვა ზომები, მათ შორის შეუზღუდავად, ვალის ამოღების სააგენტოს ან ადვოკატების იძულებით ან სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით. ვიტოვებთ უფლებას, დაგაკისროთ ხარჯები, რომელიც გონივრულად გავწიეთ ვალის შეგროებასთან ან აღსრულების მცდელობასთან დაკავშირებით.
    7. დარიცხული თანხების დაკრედიტება მოხდება თქვენს ანგარიშზე მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ თანხას. ზოგიერთი ტრანზაქცია, როგორიცაა საკრედიტო ან სადებეტო ბარათით, პირდაპირი სადებეტო ან არაპირდაპრიი გადარიცხვით, დაკრედიტდება თქვენს ანგარიშზე, მაგრამ, იგი წარმოადგენს შეცვლის საგანს, როდესაც ფაქტობრივმა თანხებმა ვერ მოაღწიეს ჩვენამდე გონივრულ დროში, როდესაც მოვახდენთ უკუ ტრანზაქციის დაქვითვას თქვენი ანგარიშის ბალანსიდან. თუ თქვენი ანგარიშის ბალანსი არასაკმარისია, ვიტოვებთ უფლებას, მოგთხოვოთ ხელმეორედ გადახდა.
    8. გადახდის ინსტრუმენტის საშუალებით ტრანზაქციის განხორციელების მიზნით ჩვენ ვართ გადასახადის მიმღები და არა გადასახადის სერვისის მომწოდებელი.
    9. ნუ განახორციელებთ დარიცხვას გადახდის საშუალებით, თუ არ ხართ გადახდის ამ საშუალების დასახელებული მფლობელი. მსგავს დარღვევებს ჩვენ დიდი სერიოზულობით ვეკიდებით და ყოველ ასეთ მცდელბას ვაფასებთ როგორც თაღლითურ აქტს. შემდგომი ზიანის გარეშე, თუ ჩვენ გვთხოვენ გადახდის საშუალებიდან დარიცხული თანხების დაბრუნებას, რომელიც  არ არის თქვენს სახელზე, ჩვენ შეგვიძლია, დაგაკისროთ ადმინისტრაციული გადასახადი 100 ლარის ოდენობით (ან თქვენი ანგარიშის ექვივალენტური ვალუტა) ყოველ დარიცხულ უკან დაბრუნებულ თანხაზე ვითარების მიხედვით.
    10. დარიცხვა შესაძლოა, იყოს დარიცხვის ლიმიტის საგანი უსაფრთხოების და სამართლებრივი მოთხოვნების თანახმად. ეს ლიმიტები დადგენილია დინამიკურად თქვენი შემოწმების სტატუსის და იმ დარიცხვის მეთოდის მიხედვით, რომლის გამოყენებაც გსურთ. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი დამოწმების სტატუსის მიხედვით თქვენი დარიცხვის ლიმიტები შესაძლოა უფრო მაღალი იყოს თანხის მოხსნის ან ხარჯების ლიმიტებთან შედარებით. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ ლიმიტების ნახვა თქვენი ანგარიშის პროფილის შესაბამისი ნაწილის საშუალებით.
    11. დარიცხვა წარმოადგენს დარიცხვის საკომისიოს და ვალუტის გადარიცხვის საკომისიოს საგანს, რაც დამოკიდებულია დარიცხვის შერჩეულ მეთოდსა და გადახდის ინსტრუმენტზე. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მე-14 ნაწილი.

 

  1. გადახდების განხორციელება
    1. გადახდის განსახორციელებლად  თქვენ მოგეთხოვებათ გადახდის ავტორიზაცია თქვენი რეგისტრაციის დეტალებით და პაროლით. ასევე დაგისვამთ დამატებით შეკითხვებს თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუ თქვენი ანგარიში დაცულია დამატებითი უსაფრთხოების ზომებით, როგორიცაა პაროლის სერიული ნომერი, უნდა მიჰყვეთ მოცემულ ინსტრუქციას. თუ თქვენი ანგარიში ვერ ახორციელებს მასიურ გადახდებს, მსგავსი გადახდების განხორციელების პროცედურა შეთანხმებული იქნება თქვენთან შესაბამის სახელმძღვანელოში.
    2. ყოველი გადახდის მიმღებს, რომლის გაგზავნაც გსურთ ჩვენი მეშვეობით, ექნება იდენტიფიკაციის საშუალებები, რომელთა გამოყენებასაც შევძლებთ მათი იდენტიფიკაციის მიზნით. უმეტესწილად ეს იდენტიფიკაციის საშუალებები წარმოადგენს არსებულ ელ-ფოსტის მისამართებს, თუმცა მოქმედების სხვა საშუალებები შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა სერვისებისათვის (მაგ., შპს პროთელერ ჯორჯიას შემთხვეაში „ერთი-დაწკაპუნებით“ ფულის გადარიცხვა, შესაძლოა, მოგთხოვოთ მიმღების მობილური ტელეფონის წარმოდგენა ან გკითხოთ პასპორტის ნომერი ან კომუნალური მომსახურების ანგარიში).
    3. მიმღების ელ-ფოსტის მისამართის ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების დეტალების წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, დიდი ყურადღებით უნდა გადმოგვცეთ ზუსტი დეტალები იმ პირის შესახებ, ვისაც უგზავნით თანხას. ამ დეტალებს ჩვენ ვიყენეთ როგორც უნიკალურ მაიდენტიფიცირებელს მიმღების დასადგენად. თქვენს მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია მიმღების საიდენტიფიკაციო საშუალებებთან ერთად შესაძლოა, იგნორირებული იქნას და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ მიმღების საიდენტიფიკაციო საშუალებების შეყვანისას დაშვებულ შეცდომაზე.
    4. თუ მიმღების ელ-ფოსტის მისამართი რეგისტრირებულია ჩვენთან, თანხები დაირიცხება შპს პროთელერ ჯორჯიას ელ-ფოსტის მისამართთან ასოცირებულ ანგარიშზე. მიმღების ანგარიშზე თანხის დარიცხვის შემდეგ ტრანზაქცია შეუქცევადი ხდება.
    5. თუ მიმღების ელ-ფოსტის მისამართი ჩვენთან რეგისტრეიბული არ არის, ჩვენ გამოგიგზავნით შეტყობინებას ელ-ფოსტის მისამართზე ინსტრუქციებთნ ერთად გადახდის მიღებასთან დაკავშირებით. თუ მიმღები არ მოითხოვს გადახდას 14 დღის მანძილზე, ტრანზაქცია გაუქმდება და თანხა დაგიბრუდნებათ.
    6. თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ პერიოდული გადახდები რეგულარული გადახდების დადგენით თქვენს ანგარიშზე. შეგიძლიათ, გააუქმოთ პერიოდული გადახდის ბრძანება შემდგომი გადახდისათვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თქვენს ანგარიშზე შესვლით და მისი წაშლით. თქვენ არ შეგიძლიათ იმ ტრანზაქციების გაუქმება, რომელიც უკვე დაერიცხა მიმღებს.
    7. გადახდები ექვემდებარებიან გადახდის ლიმიტებს უსაფრთხოების და სამართლებრივი მოთხოვნების მიხედვით. ეს ლიმიტები დადგენილია დინამიკურად თქვენი შემოწმების სტატუსის მიხედვით. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ ლიმიტების ნახვა თქვენი ანგარიშის პროფილზე. თქვენ უნდა უზრუნველყოთ საკმარისი ლიმიტების არსებობა გადახდების, ისევე როგორც შესაბამისი საფასურის  დასაფარად, მათ შორის სერვისის საკომისიო ჩათვლით. უნდა იცოდეთ, რომ გადახდის მიმღები ასევე ექვემდებარება დახარჯვის და მოხსნის ლიმიტს და რომ ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს მიმღების წვდომაზე თქვენს მიერ გასაგზავნ თანხებზე.
    8. გადასახადების გაგზავნა ექვემდებარება მოსაკრებელის რაც დამოკიდებულია გადახდის და თქვენი ანგარიშის ტიპზე. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მე-14 ნაწილი.
    9. ჩვენ საგადახდო დავალების მივიღებთ 9:00-18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათს ან კვირას, ასევე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00 საათს შემდგომ მიღებული დავალება ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად.

 

  1. თანხების მიღება
    1. თუ თქვენ იღებთ თანხებს თქვენს ანგარიშზე, ჩვენ გამოგიგზავნით შეტყობინებას ელ-ფოსტით და ავსახავთ გადახდას „მიიღე ფული“ ტრანზაქციის სახით თქვენს ისტორიაში. თქვენ რეგულარულად დაადასტურებთ შემოსულ გადახდებს ჩანაწერებით.
    2. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ანგარიშზე თანხების მიღება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს ტრანზაქციები არ გაუქმდება. ვიტოვებთ თანხების გაუქმების  უფლებას იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ან გადამხდელის ბანკი ან გადახდის სერვისის მომწოდებელი უკან წაიღებს ან სხვაგვარად გააუქმებს დარიცხულ თუ სხვა სახის გადახდას, რომელიც გამოყენებულ იქნა თქვენთვის თანხის გადმოსარიცხად.
    3. თუ პიროვნებამ მიიღო გადახდის შეტყობინება ჩვენგან, სადაც მითითებულია, რომ მას ვიღაცამ გადაურიცხა თანხები დაურეგისტრირებელი ელ-ფოსტით, არ მოხდება ამ თანხის დარიცხვა მანამ, სანამ არ გაკეთდება მოთხოვნა შეტყობინებაში დადგენილი ინსტრუქციების თანახმად. მანამდე არ იქნება სახელშეკრულებო ან ფიდუციური ურთიერთბა სავარაუდო მიმღებს და ჩვენს შორის. თანხები რჩება გამომგზავნთან.
    4. გადახდების მიღება წარმოადგენს მოსაკრებელის საგანს, რაც დამოკიდებულია გადახდის და შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის ტიპზე. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მე-14 ნაწილი.

 

  1. აკრძალული ტრანზაქციები
    1. მკაცრად აკრძალულია გადახდების მიღება ან გაგზავნა შემდეგი ჩამონათვალის გაყიდვის ან მიწოდების მიზნით:
  • რეცეპტით დასაშვები წამლები;
  • მედიკამენტები და ნარკოტიკული საშუალებები;
  • იარაღი (მათ შორის შეუზღუდავად დანების, თოფების, ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძლო მასალის ჩათვლით);
  • სატელიტური და საკაბელო ტელევიზიების გამშიფვრელები;
  • სამთავრობო IDs და ლიცენზიები მათ შორის დუბლიკატების, ინოვაციური ნივთების და ყალბი პროდუქტების ჩათვლით;
  • უკანონო ლატარიები ან აზარტული თამაშები (მათ შორის შეუზღუდავად უკანონო თამაშებში მონაწილეობის ჩათვლით)
  • არარეგისტრირებული საქველმოქმედო სერვისები
  • ნივთები, რომლებიც წაახალისებენ ან ხელს უწყობენ უკანონო მოქმედებებს;
  • პირამიდული გაყიდვები ან „პონცი“ სქემები
  • საქონელი ან სერვისი, რომელიც არღვევს მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას;
  • არა-კოდირებული თამაშები

 

ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდება სანქციების მქონე ქვეყანაში. ამ ქვეყნებში შედის ავღანეთი, ირანი, ერაყი, სირია, ლიბანი, ლიბია, კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა, იემენი, სუდანი და ღაზას სექტორი. თუ თანხები მიღებულია სანქცირებული ქვეყნიდან, მოხდება მათი გაყინვა და თქვენი ანგარიში დაუყოვნებლი შეჩერდება.

ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, გავზარდოთ აკრძალული ტრანზაქციების კატეგორია ვადებსა და პირობებში სხვა კატეგორიების დამატებით.

 

  1. მკაცრად აკრძალულია გადახდების განხორციელება ან მიღება იმ პიროვნების ან იურიდიული პირისაგან, რომელიც გვთავაზობს უკანონო აზარტულ სერვისს, მათ შორის შეუზღუდავად უკანონო სპორტული სანაძლეოების, კაზინოს თამაშების და პოკერ თამაშების ჩათვლით. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს ან უარი ვთქვათ ტრანზაქციის განხორციელებაზე, თუ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებთ თქვენს ანგარიშს უკანონო სათამაშო ტრანზაქციების განსახორციელებლად. იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ონლაინ თამაშები უკანონოა, ისევე როგორც ისრაელი და სხვა ქვეყნები, რომლებიც დროდადრო განისაზღვრება შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით. ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და თქვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოთ, რომ არ გამოიყენოთ ჩვენი სერვისი უკანონო ტრანზაქციების განსახორციელებლად.
  2. თქვენ არ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით, თუ ცხოვრობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყაანში: ავღანეთი, კუბა, ღაზას სექტორი, ირანი, ერაყი, კოტ-დ’ივუარი, ლიბერია, ჩრდილოეთ კორეა, ჩრდილოეთ სუდანი, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია ან იემენი. ეს სია არ არის ამომწურავი და ჩვენი შეხედულებისამებრ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, ჩვენი სერვისის ნებისმიერ დროს შეწყვეტა ან შეზღუდვა სხვა ქვეყენბში და წინასწარი შეტყობინების გარეშე. ვიტოვებთ უფლებას, ნებისმეირ დროს შევაჩეროთ ან გავაუქმოთ ანგარიში, თუ გვჯერა, რომ ამას გვავალდებულებს კანონი ან შესაბამისი სამთავრობო ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვის მიზნით ფინანსური დანაშაულის პრევენციის კუთხით.
  3. მკაცრად აკრძალულია თქვენი ანგარიშის გამოყენება უკანონო მიზნებით, მათ შორის შეუზღუდავად თაღლითობის, ტერიორიზმის და ფულის გათეთრების ჩათვლით. ჩვენ ვაცნობებთ შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს საეჭვო მოქმედებების შესახებ. გეკრძალებათ თქვენი ანგარიშის გამოყენება შემსყიდველის მიერ დაკისრებული შეზღუდვების ბოროტად გამოყენების, ექსპლუატაციის ან გვერდის ავლის მცდელობით მის მიერ წარმოდგენილ სერვისზე.
  4. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადახდები კონკრეტული კატეგორიის საქმიანობისათვის ჩვენგან დასტურის მიღების შემდეგ. ეს ბიზნეს კატეგორიები მოიცავენ, მაგრამ არ შემოიფარგლებიან მხოლოდ:
  • ფულის გადაცვლის ან ფულადი გადარიცხვების საქმიანობით, მათ შორის შეუზღუდავად გადამცვლელი ბიუროების, სავალუტო გადაცვლების და სამოგზაურო ფულის შესყიდვის ჩათვლით;
  • საქველმოქმედო ან არა-კომერციული ორგანიზაციების ნებისმიერი ფორმის შემოწირულობების ან გადახდების შეგროვება;
  • ისეთ ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობა, როგორიცაა სამკაულები, ძვირფასი ლითონები ან ქვები;
  • პირდაპირი ტრანსლაცია;
  • ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და მიწოდება;
  • საკვები დანამატების და ალტერნატიული ჯანმრთელობის პროდუქტების მიწოდება და გაყიდვა;
  • სხვა ნებისმიერი ბიზნეს კატეგორია, რომელსაც დროდადრო განსაზღვრავს შპს პროთელერ ჯორჯია;

 

იმ შემთვევაში, თუ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენი საქმიანობა რომელიმე ზემოაღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება, დაუკავშირდით მომხმარებელთა სერვისს. ვიტოვებთ უფლებას, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, დავამატოთ საქმიანობის კატეგორიები, რომლებიც საჭიროებენ დადასტურებას მსგავსი კატეგორიების დამატებით ვადებსა და პირობებში ან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ გამოყენების პოლიტიკაში.

  1. თუ შეეცდებთ ტრანზაქციის განხორციელებას მე-11 ნაწილში მოცემული აკრძავლების დარღვევით ან 11.5-ე ნაწილში მოცემული საჭირო დასტურის გარეშე, ვიტოვებთ უფლებას:
  • გავაუქმოთ ტრანზაქცია; და/ან
  • დავხუროთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში; და/ან
  • ვაცნობოთ ტრანზაქციის შესახებ შესაბამის საკანონმდებლო ორგანოებს; და/ან
  • მოგთხოვოთ ზარალის ანაზღაურება; და დაგაკისროთ ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის (ან თქვენი ანგარიშის ექვივალენტური ვალუტა)  ოდენობით  რომელიმე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში;

 

  1. ეს არის თქვენი და არა ჩვენი პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ რომ თქვენ მხოლოდ გზავნით ან იღებთ გადახდებს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საქონლის თუ სერვისის გაყიდვის ან მიწოდების მიზნით მოქმედი კანონების და რეგულაციების თანახმად. უბრალო ფაქტი, რომ პიროვნება ან იურიდიული პირი იღებს გადახდას ჩვენი მეშვეობით, არ მიუთითებს მიწოდების, საქონლის ან სერვისის კანონიერებაზე. თუ მიწოდება ან შესყიდვა დგას გარკვეული ეჭვის ქვეშ, შეწყვიტეთ გადახდა.

 

  1. თანხების მოხსნა
    1. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხის სრულად ან ნაწილბრივ მოხსნა. ამისათვის უნდა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში და შეარჩიოთ მოხსნის მეთოდი და თანხის ოდენობა. მოხსნის მეთოდები წარმოადგენენ გადახდის სერვისებს, სულ მცირე ნაწილობრივ, მესამე მხარის ფინანსური ინსტიტუტების მიერ (მაგალითად, ბანკი, სადაც გაქვთ საბანკო ანგარიში). ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას რომელიმე კონკრეტული მოხსნის მეთოდის ხელმისაწვდომობაზე და შეგვიძლია, შევცვალოთ ან შევაჩეროთ რომელიმე მეთოდი ნებისმიერ დროს მე-18 ნაწილში მოცემული პროცედურის დაცვის გარეშე, რამდენადაც არსებობს თქვენთვის ხელმისაწვდომი სულ მცირე მოხსნის ერთი მეთოდი. როდესაც მიიღებთ გადახდას გადახდის სერვისის პროვაიდერის დახმარებით (როგორიცაა ბანკი, სადაც გაქვთ ანგარიში), ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას გადახდის მოხსნაზე, მას შემდეგ, რაც მიიღებთ მოხსნილ თანხას სერვისის პროვადიერის მიერ.
    2. თქვენი ანგარიში ექვემდებარება მოხსნის ლიმიტებს. ეს ლიმიტები ეტაპობრივად დგინდება თქვენს მიერ წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის ტიპზე დაყრდნობით. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოხსნის ლიმიტებს ნებისმეირ დროს თქვენი ანგარიშის პროფილის მეშვეობით. ანგარიშზე თანხის დარიცხვამდე უნდა უზრუნველყოთ თქვენი მოხსნის და ხარჯვის ლიმიტის დაცვა, რადგან ჩვენ ვერ მოგცემთ ამ ზღვარის გადაჭარბების საშუალებას.
    3. თუ თქვენი მოხსნის თხოვნა აჭარბებს ლიმიტს, შეგვიძლია თქვენი მოთხოვნის დაბლოკვა და სანაცვლოდ მოვითხოვთ თქვენი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და მისამართის გაგზავნას თანხის მოხსნის ნებართვის გაცემამდე ან სხვა მხრივ ვითანამშრომლებთ თქვენთან იდენტობის დადასტურების მიზნით.
    4. თანხის მოხსნა ექვემდებარება მოხსნის საკომისიოს საკომისიოს, რაც დამოკიდებულია მოხსნის მეთოდსა და არჩეულ გადახდის საშუალებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მე-14 ნაწილი.
    5. მოხსნის ტრანზაქციის განხორციელების მიზნით, ჩვენ წარმოვადგენთ გადამხდელს და არა გადახდის სერვისის პროვაიდერს.
    6. თქვენ ვერ განახორციელებთ მოხსნას საბანკო ანგარიშზე ან სხვა გადახდის საშუალებით, თუ არ ხართ დასახელებული მფლობელი. ამ მოთხოვნის დარღვევას ძალიან სერიოზულად ვიღებთ და მოთხოვნის დარღვევით განხორციელებულ ყველა მცდელობას აღვიქვამთ თაღლითურ ქმედებად. შემდგომი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, თუ მოგვეთხოვება გადახდის ინსტრუმენტზე თანხის მოხსნის გამოძიება, რომელიც არ არის თქვენს სახელზე, შეგვიძლია, დაგაკისროთ დამატებითი მოსაკრებელი 50 ლარის ოდენობით (ან თქვენი ანგარიშის ექვივალენტური ვალუტა).
    7. თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ თანხის მოხსნის დროს შეყვანილი გადახდის დეტალები იყოს ზუსტი და სრული. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს არასწორი გადახდის საშუალებით გაგზავნილი თანხების მოხსნაზე, რაც არის თქვენს მიერ არასწორი დეტალების მოწოდების შედეგი. საბანკო ანგარიშზე თანხის მოხსნისას უნდა უზრუნველყოთ ანგარიშის ნომრის, კოდის, IBAN და/ან BIC/SWIFT სიზუსტე. თანხების არასწორი გადახდის საშუალებთ მოხსნის შემთვევაში შეგიძლიათ გვთხოვოთ დახმარება თანხების დაბრუნების კუთხით, თუმცა ამისათვის ჩვენ დაგაკისრებთ ადმინისტრაციულ ჯარიმას 50 ლარის ოდენობით (ან თქვენი ანგარიშის ექვივალენტური ვალუტა) და ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თანხის დაბრუნების მცდელობა იქნება წარმატებული.

 

  1. [რეზერვირებული]
  2. საკომისიოები
    1. საკომისიო დამოკიდებულია იყენებთ თუ არა თქვენს ანგარიშს პირადი ან კომერციული მიზნებისათვის.
    2. ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიოები ნებისმეირ დროს შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე „საკომისიოები“ ნაწილში. დამატებითი საკომისო ეხება კომერციული მიზნებისათვის გამოყენებად ანგარიშს მოქმედი ვადების და პირობების თანახმად, რომელიც განხილულია 4.7 ნაწილში. შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან ჩამოტვირთოთ და შეინახოთ „საკომისიოები“-ს ნაწილის ასლი წინამდებარე ვადების და პირობების ასლთან ერთად. მეტი ინფორმაციისთვის, „საკომისიოები“-ს ნაწილი წარმოადგენს წინამდებარე ვადების და პირობების განუყოფელ ნაწილს. საკომისიოები ექვემდებარება ცვლიელბას მე-18 ნაწილის თანახმად. კონკრეტულ ვითარებაში ჩვენ შეგვიძლია დამატებითი საკიმისიოს დაკისრება, როგორც ეს დადგენილია 8.3, 8.9, 11.6, 12.6 და 12.7 ნაწილში.
    3. [რეზერვირებულია]
    4.  [რეზერვირებულია]
    5. ჩვენი საკომისიოები გამოსახება ტრანზაქციის პროცენტით ან ფიქსირებული ოდენობით.
    6. თქვენს მიერ გადასახადი საკომისიო დაიქვითება თქვენი პროთელერ ჯორჯიას ანგარიშის ბალანსიდან და ამით თქვენ გვანიჭებთ იგივეს განხორციელების უფლებამოსილებას. ტრანზაქციის საკომისიო დაირიცხება ტრანზაქციის აღსრულების შემდეგ. თუ თქვენი ანაგარიშის ბალანსი არასაკმარისია საკომისიოს დასაფარად, ჩვენ შეგვიძლია, უარი ვთქავთ გადახდის განხორციელებაზე. გადახდის დაბრუნების საკომისიო დაიქვითება განხორციელების შემდეგ.
    7. თუ საკომისიოს დაქვითვა გამოიწვევს ნეგატიურ ბალანსს ანგარიშზე, თქვენ მოგეთხოვებათ ამ ნეგატიური ბალანსის ხელმეორედ გადახდა საკმარისი თანხის დარიცხვით თქვენს ანგარიშზე. სხვაგვარი მოქმედება წარმოადგენს ვადების და პირობების დარღვევას. ნეგატიური ბალანსის ხელმეორედ გადახდა ხდება დაუყოვნებლივ შეტყობინების გარეშე, თუმცა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შეგახსენოთ, რომ საჭიროა თანხის დარიცხვა ან ვალის ამოღების სხვა საჭირო ზომების მიღება, მათ შორის შეუზღუდავად ვალის ამომღები სააგენტოს ან ადვოკატების ინსტრუქტაჟი ან სასამართლოში სარჩელის შეტანა. ვიტოვებთ ხარჯების დაკისრების უფლებას (მათ შორის მინდობილობის ხარჯის ჩათვლით), რომელიც გავწიეთ ვალის ამღების ან აღსრულების მცდელობის დროს.

 

  1. თქვენი მონაცემები
    1. თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ იხილთ ჩვენს ვებ-გვერდზე. ამ ვადების და პირობების მიღებით, თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკის პირობებს. შეგიძლიათ ამობეჭდოთ და შეინახოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ასლი წინამდებარე ვადების და პირობების ასლთან ერთად.
    2. სტანდარტულად, თქვენ მიიღებთ საინფორმაციო ბიულეტენებს ელ-ფოსტით, რომელიც გაცნობებთ, ახალი პროდუქტის, მოვლენების, რეკლამების, სპეციალური გარიგებების და ა.შ. შესახებ. ამ ვადების და პირობების მიღებით, თქვენ ეთანხმებით საინფორმაიცო ბიულეტენების რეგულარულად მიღებას. თუ არ გსურთ ჩვენგან საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენი ანგარიშის პროფილში შესაბამისი მოთხოვნის შეცვლით. ასევე შეგიძლიათ, უარი თქვათ მომხმარებელთა სერვისიდან მიღებულ საინფორმაციო ბიულეტენებზე. ნებისმიერი მიღებული საინფორმაციო ბიულეტენი ასევე გთავაზობთ ვარიანტს, გააუქმოთ მომავალში საინფორმაციო ბიულეტენების მიღება.

 

  1. პასუხისმგებლობა
    1. არა-ავტორიზებული გადახდის ან არასწორად განხორციელებული გადახდის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ჩვენი შეცდომით, თქვენი მოთხოვნისთანავე დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას, მათ შორის ყველა დაქვითული საკომისიოს ჩათვლით. ეს არ ევრცელდება:
      1. როდესაც არა-ავტორიზებული გადახდა ხდება თქვენს მიერ ანგარიშის პერსონალიზებული უსაფრთხოების შტრიხების დაუცველობით მე-6 ნაწილის თანახმად, რა დროსაც თქვენ გეკისრებათ პირველი 100 ლარი ჯარიმის გადახდის ვალდებულება (ან თქვენი ანგარიშის ექვივალენტური ვალუტა) თუ არ მოქმედებს 16.1.3. პუნქტი;
      2. თუ დაუყოვნებლივ არ გვაცნობებთ პაროლის დაკარგვის ან სხვა მოვლენის შესახებ, რაც უდავოდ გამოიწვევს თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების კომპრომიტირებას მას შემდეგ, რაც შეიტყობთ ისეთი მოვლენის შესახებ, როდესაც თქვენ რჩებით პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც განიცადეთ ჩვენთვის შეუტყობინებლობის გამო;
      3. თუ ტრანზაქცია იყო არა-ავტორიზებული, მაგრამ თქვენ რისკის ქვეშ დააყენეთ ანგარიშის უსაფრთხოება გამიზნულად ან დაუდევრობით, თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი ზარალზე; ან
      4. თუ ვერ შეგვატყობინეთ არა-ავტორიზებული ან არასწორი ტრანზაქციის შესახებ მისი განხორციელებიდან 6 თვის განამვლობაში.

 

  1. 16.1.1. ნაწილი არ ვრცელდება იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც განხორციელდა თქვენს მიერ შეტყობინების გაკეთების შემდეგ 6.2 ნაწილის თანახმად, რა დროსაც ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი და დაუყოვნებლივ დაგიბრუნებთ არა-ავტორიზებული ტრანზაქციის თანხებს.
  2. მოცემული პირობის დარღვევის გარეშე, თქვენ მოგეთხოვებათ ტრანზაქციის ისტორიის რეგულარუალდ შემოწმება თქვენს ანგარიშზე და შეკითხვების ან ეჭვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომხმარებელთა სერვისთან დაკავშირება.
  3. არასწორი გადახდის შემთხვევაში ყველა საჭირო ზომას მივიღებთ თქვენს დასახმარებლად მსგავსი გადახდის ანაზღაურების კუთხით.
  4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი ან საშუამავლო სერვისის დარღვევაზე ან გაუფასურებაზე, რომელსაც ვეყრდნობით ვალდებულებების განხორციელების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი დარღევვა ან გაუფასურება გამოწვეულია ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული გაუთვალისწინებელი მიზეზებით. მაშინ როცა შპს პროთელერ ჯორჯია უზრუნველყოფს თქვენთნ ინტერნეტ კავშირს, შპს პროთელერ ჯორჯია ვერ აკონტროლებს შპს პროთელერ ჯორჯიას ინტერნეტ მონაცემების ცენტრებიდან შემოსულ ინფორმაციას. ინფორმაციის ეს ნაკადი დამოკიდებულია ინტერნეტ სერვისების დიდ ნაწილზე, რომელსაც გვაწვდის და აკონტროლებს მესამე მხარე. დროდადრო მესამე მხარის მოქმედება ან უმოქმედობა წარმოქმნის ისეთ სიტუაციებს, როდესაც შპს პროთელერ ჯორჯია ინტერნეტთან კავშირი შესაძლოა გაწყდეს ან დასრუდლეს. მიუხედავად იმისი, რომ შპს პროთელერ ჯორჯია გამოიყენებს კომერციულად გონივრულ მცდელობებს იმ ზომების გასატარებლად, რომელსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს მსგავსი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, შპს პროთელერ ჯორჯია ვერ იძლევა გარანტიას, რომ ეს ყველაფერი არ მოხდება. შესაბამისად, შპს პროთელერ ჯორჯია იხსნის მსგავსი შემთხვევით გამოწვეულ ყოველგვარ პასუხისმეგბლობას.
  5. ჩვენ არ ვართ პასუხისმებელნი თქვენი, შემსყიდველის ან მესამე მხარის წინაშე არაპირდაპირ ან ირიბ ზარალზე, მათ შორის შეუზღუდავად შემოსავლების დაკარგვის, მოგების დაკარგვის, საქონლის ჩანაცვლების, ტექნოლოგიების დაზიანების, სერვისის უფლების, შემთხვევითი, დამსჯელობითი, არაპირდაპირი ან პირდაპირი დაზიანების, მონაცემების დაკარგვის ან ნებისმიეირ მოწყობილობის თუ მასალის ან სერვისის გამოყენების დაკარგვის თუ შეწყვეტის ჩათვლით, მაშინაც კი თუ გათავლისწინებულია მსგავსი ზარალის შესაძლებლობა, იქნება ეს ხელშეკრულების თეორიის, სამოქალაქო სამართლდარღვევის (დაუდევრობის ჩათვლით), მკაცრი პასუხისმგებლობის თანახმად თუ სხვაგვარად. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი მხრიდან სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვით გამოწვეულ ზარალზე.
  6. წინამდებარე ვადების და პირობების თანახმად არ გამოირიცხება პასუხისმგებლობა გარდაცვალების ან პირადი დაზიანების შემთვევაში, რაც გამოწვეულია დაუდერობით, თაღლითობით ან გამიზნული მოტყუებით, ისევე როგორც ნორმატიული პასუხისმგებლობა, რომელიც ვერ გამოირიცხება ან შეიცვლება მხარეთა შორის შეთანხმებით.
  7. ჩვენი ვალდებულება შეზღუდულია თქვენთვის ელეტრონული ფულის ანგარიშის და მასთან დაკავშირებული გადახდის სერვისების მოწოდების კუთხით და არ კეთდება არანაირი განცხადება შპს პროთელერ ჯორჯიას მომხმარებლის ან შუამავლის მიერ საქონლის ან სერვისის ხარისხთან, უსაფრთხოებასთნ ან კანონიერებასთან დაკავშირებით.
  8. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი გადასახადების, მოვალეობების ან სხვა მოსაკრებელის  გადახდასა და შეფასებაზე, რომელიც წარმოიშვა კომერციული ტრანზაქციის შედეგად თქვენს და შპს პროთელერ ჯორჯიას სხვა მომხმარებელს შორის.
  9. კომპენსაცია/ანაზღაურება. თქვენ თანახმა ხართ, დაგვიცვათ, აგვინაზღაუროთ და მოახდინოთ ჩვენი კომპენსაცია და ასევე დაგვიცვათ ჩვენ და ჩვენს კორპორატიულ ჯგუფში არსებული სხვა კომპანიები, ჩვენი სამართალმემკვიდრები, აქციონერები, თანამშრომლები, დირექტორები და აგენტები ყოველგვარი პრეტენზიების, მოთხოვნების, ხარჯების, ვალდებულებების, ზარალის და ხარჯებისაგან (მათ შორის შეუზღუდავად რწმუნებულის გონივრული საკომისიოს, ჯარიმების და ექსპერტთა საკომისიოების ჩათვლით), რომელიც წარმოიშვა სარჩელის, სამართალწარმოების ან სასამართლო პროცესის შედეგად, რომელიც დაგვეკისრა ჩვენ თქვენი ან თქვენი აგენტების მიერ წინამდებარე ვადების და პირობების, მოქმედი კანონის ან რეგულაციის და/ან სერვისის გამოყენების დარღვევით. ეს დებულება ძალაშია თქვენს და ჩვენს შორის ურთიერთობის დასრულების შემდეგაც.

 

  1. შეწყვეტა და შეჩერება
    1. ჩვენ შეგვიძლია, შევწყვიტოთ თქვენი ანგარიში ან მასთან  დაკავშირებული ნებისმიერი გადახდის სერვისი ერთი თვით ადრე შეტყობინების გამოგზავნის საფუძველზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თქვენი ანგარიში. შეწყვეტის სხვა პირობები ვრცელდება, როდესაც იყენებთ თქვენ ანგარიშს კომერციული მიზნებისთვის, როგორც ეს დადგენილია 4.7 ნაწილში.
    2. შეწყვეტის შესახებ ცნობასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მოგცეთ გონივრული მითითება იმის შესახებ, თუ როგორ მოხსნათ დარჩენილი თანხები ანგარიშიდან.
    3. თუ თქვენი ანგარიში ექვემდებარება რეზერვს, ანგარიშის შეწყვეტა გავლენას არ იქონიებს ჩვენს უფლებაზე, რომ ვიქონიოთ რეზერვი და მოვახდინოთ დაქვითვა შეთანხმებული დროის პერიოდში.
    4. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია თქვენი ანგარიშის შეჩერება ან შეწყვეტა შეტყობინების გარეშე, თუ:
      1. თქვენ დაარღვევთ ვადებს და პირობებს ან სხვა მოქმედ კონკრეტულ სერვისს, რომელიც შედის ცალკე პირობებში;
      2. თქვენ დაარღვევთ ან ჩვენს გვაქს მიზეზი, გვჯეროდეს, რომ არღვევთ კანონს ან რეგულაციას, რომელიც მოქმედია თქვენი სერვისის გამოყენებისას; ან
      3. გვაქვს მიზეზი გვჯეროდეს, რომ ნებისმიერი გზით ჩართული ხართ თაღლითურ მოქმედებაში, ფულის გათეთრებაში, ტერორიზმის დაფინანსებას და სხვა კრიმინალურ ქმედებაში.
    5. ჩვენ შეგვიძლია ანგარიშის შეჩერება ნებისმეირ დროს, თუ:
      1. საფუძვლიანად გვჯერა, რომ თქვენი ანგარიში რისკის ქვეშ დგას; ან
      2. საფუძვლიანად გვჯერა, რომ თქვენი ანგარიში გამოყენებულია თქვენი ავტორიზაციის გარეშე ან თაღლითურად; ჩვენ გაცნობებთ წინასწარ ამ ეჭვის შესახებ ან, თუ წინასწარი შეტყობინება შეუძლებელია გარკევული ვითარების გამო, დაუყოვნებლივ ეჭვის გაჩენის შემდეგ, თუ ამას არ გვიკრძალავს კანონი.

17.6. ვადები და პირობები მოქმედებს 15 წლის  ვადით, საქართველოს კანონმდებლობის და ვადების და პირობების შესაბამისად.

 

  1. ვადების და პირობების შეცვლა
    1. წინამდებარე ვადები და პირობები და ნებისმიერი გამოყენებული დამატებითი ვადები და პირობები, წარმოადგენენ ცვლილების საგანს. ცვლილებები განხორციელდება წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ჩვენი მხრიდან ამ ნაწილში დადგენილი პროცედურის დაცვით.
    2. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი მისალოდნელი ცვლილების შესახებ ელ-ფოსტის საშუალებით თქვენს მიერ ანგარიშზე რეგისტრირებულ ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩვენს ვებ-გვერდზე ან თქვენი ანგარიშის სარეგისტრრაციო გვერდზე გამოქვეყნების საშუალებით.
    3. შემოთავაზებული ცვლილება ძალაში შევა შეტყობინებიდან ერთი (1) თვის ვადაში, თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე არ გვაცნობებთ, რომ თქვენ ეწინააღმდეგებით შემოთავაზებულ ცვლილებას. ცვლილებები, რომლებიც წინამდებარე ვადებს და პირობებს თქვენთვის უფრო მისაღებს გახდიან, ძალაში შევა დაუყოვნებლივ, თუ აღნიშნულია ცვლილებების შესახებ შეტყობინებაში.
    4. თუ თქვენ ცვლილების წინააღმდეგი ხართ, ისინი თქვენზე არ გავრცელდება, მსგავსი უარი წარმოადგენს თქვენი მხრიდან შეტყობინების გაკეთებას ანგარიშს შეწყვეტის და დახურვის შესახებ. თქვენი ანგარიში დაიხურება მე-7 დებულების თანახმად.

 

  1. კომუნიკაციის საშუალებები
    1. ჩვენ, როგორც წესი, გეკონტაქტებით ელ-ფოსტის საშუალებით. ამ მიზნით, თქვენ ნებისმეირ დროს უნდა იქონიოთ სულ მცირე ერთი მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი თქვენი ანგარიშს პროფილზე. თქვენ მოგეთხოვებათ შემომავალი შეტყობინებების ხშირად და რეგულარულად შემოწმება. ელ-ფოსტა შესაძლოა, შეიცავდეს ბმულს შემდგომი კომუნიკაციისათვის. ელ-ფოსტით გამოგზავნილი ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ან შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად იმავე დღეს, თუ იგი თქვენი ელ-ფოსტის შემოსულ შეტყობინებეში მიღებულია სამუშო დღის 18:00 საათამდე. თუ შეტყობინება მიღებულია სამუშო დღის 18:00 შემდეგ იგი მიღებულად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.
    2. როდესაც კანონმდებლობა გვთხოვს თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას გრძელვადიანი პერიოდით, ჩვენ შეტყობინებას გიგზავნით ელ-ფოსტის მეშვეობით (ბმულით ან ბმულის გარეშე) ან გიგზავნით შეტყობინებას, სადაც მივუთითებთ ვებ-გვერდზე ინფორმაციის შესახებ ნებისმიერი გზით, რომელიც მოგცემთ ინფორმაციის ამობეჭდვის საშუალებას. ჩვენ შევინახავთ გამოგზავნილი შეტყობინების ყველა ასლს.
    3. თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ წინამდებარე ვადების და პირობების ან სხვა დოკუმენტაციის ასლები მომხმარებელთა სერვისთან დაკავშირებით.
    4. ელ-ფოსტის სანახავად დაგჭირდებათ კომპიუტერი ელ-ფოსტის პროგრამით, რომელიც გამოიტანს ელ-ფოსტას HTML ფორმატში. ასევე გამოგიგზავნით დანართებს Abode Systems Inc.’s Portable Docuemtn ფორმატში (PDF), რისთვისაც დაგჭირდებათ ამ ფორმატის წამკითხველი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ ვებ-გვერდიდან www.adobe.com.
    5. არასოდეს გამოგიგზავნით ელ-ფოსტას თანდართული აღსრულებითი ფაილებით ან აღსრულებითი ფაილების ბმულებით. თუ მიიღებთ ელ-ფოსტას მსგავსი დანართებით, წაშალეთ შეტყობინება ბმულზე დაწკაპუნების გარეშე. თუ არ ხართ დარწმუნებული არის თუ არა შეტყობინება ჩვენს მიერ გამოგზავნილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა სერვისს.
    6. თქვენთან კომუნიკაცია გვექნება ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე. შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა შემოთავაზებული ენების ჩამონათავლიდან (ასეთს არსებობის შემთხვევაში) თქვენი ანგარიშის პროფილზე და ჩვენ გამოგიგზავნით ავტომატურ შეტყობინებას ელ-ფოსტით და ყველა სახის კომუნიკაცია თუ შეტყობინება თქვენი ანგარიშის რეგისტრაციის გვერდზე ცვლილებებთან დაკავშირებით იქნება თქვენს მიერ არჩეულ ენაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, კომუნიკაციის მიზნთ ვიტოვებთ უფლებას, დაგიკავშირდეთ ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე. სხვა ენებზე დოკუმენტაცია ან კომუნიკაცია მხოლოდ კომფორტის საგანია და არ წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას, რომ შემდგომი კომუნიკაცია განვახორციელოთ ამ ენაზე. ინგლისური ვერსიები სავალდებულოა.
    7. ელ-ფოსტით კომუნიკაციის გარდა, შეგვიძლია, დაგიკავშირდეთ წერილის ან ტელეფონის საშუალებით. თუ იყენებთ მობილურ სერვისებს, შეგვიძლია სმს საშუალებით დაკავშირება. ფოსტით გამოგზავნილი ნებისმიეირ კომუნიკაცია ან შეტყობინება მიიჩნევა მიღებულად გაგზავნიდან ხუთ სამუშაო დღეში ან საერთაშორისო ფოსტის შემთვევაში - ათ დღეში. სმს საშუალებთ გამოგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება იმავე დღეს.
    8. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს მომხმარებელთა სერვისში შეტყობინების გამოგზავნით ელ-ფოსტის საშუალებით ვებ-გვერდზე  http://proteller.ge/en/47/fltr-redirect-1 .

 

  1. საჩივრები
    1. ნებისმიერი სახის პრეტენზია ჩვენი ან სერვისის შესახებ უნდა გადმოგვეგზავნოს პირველ ინსტანციაში მომხმარებელთა სერვისთან დაკავშირების საშუალებით. ცხადად უნდა მიუთითოთ, რომ გსურთ ჩვენზე საჩივრის შეტანა. ეს გვეხმარება განვასხვავოთ საჩივარი ჩვეულებრივი შეკითხვისაგან. ჩვენ გამოგიგზავნით საჩივრის მიღების დადასტურებას ფოსტით ან ელ-ფოსტით საჩივრის მიღებიდან 48 საათში პროცედურების თანახმად. შეგიძლიათ, მოითხოვოთ საჩივრების პროცედურების ასლი ნებისმიერ დროს მომხმარებელთა სერვისთან დაკავშირებით.
    2. შევეცდებით, პასუხი გაგცეთ თქვენს საჩივარზე გონივრულ ვადებში, რომელიც დადგენილია ფინანსური დამცველის სერვისის მიერ. დაგიკავშირდებით, თუ ეს შეუძლებელი არ არის გაუთვალისწინებელი ვითარების ან ინფორმაციის ნაკლებობის გამო.

 

  1. [რეზერვირებული]

 

  1. სხვადასხვა
    1. თაღლითობის, საჩივრების ან სხვა მიზეზით მიღებული თანხების დაბრუნების მოხოვნა, იქნება ეს დასაბუთებული თუ არა, გამოიწვევს თანხების გაყინვას თქვენს ანგარიშზე გარკვეული პერიოდით. დროის ეს პერიოდი შეუზღუდავია.
    2. როდესაც შპს პროთელერ ჯორჯია მიიღებს მოთხოვნას თანხის დაბრუნების შესახებ რომელიმე ბანკისაგან, თქვენ თანახმა ხართ, დააბრუნოთ თანხა და აუნაზღაუროთ შპს პროთელერ ჯორჯიას მიყენებული ზარალი.
    3. თქვენი ანგარიში არის პერსონალური და წინამდებარე პირობების უფლება არ უნდა გადასცეთ მესამე მხარეს.
    4. თქვენი ანგარიში მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკაში და ეს ვადები და პირობები იმართება საქართველოს რესპუბლიკის კანონების თანახმად. ანგარიშთნ დაკავშირებული ნებისმიერი დავა ექსკლუზიურად განიხილება საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოებში.
    5. თუ წინამდებარე ვადების და პირობების რომელიმე ნაწილი კომპეტენტური სასამართლოს მიერ მიიჩნევა უკანონოდ ან ძალადაკარგულად, მაშინ მოხდება ამ ნაწილის ამოღება დარჩენილი პირობებიდან, რომელიც სრულად რჩება ძალაში კანონის თანახმად.

 

  1. განმარტებები

წინამდებარე ვადებსა და პირობებში სხვადასხვა ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  • „სამუშო დღე“ ნიშნავს ნებსიმეირ დღეს შაბათის და კვირის გარდა ან სახალხო ან საბანკო დასვენების დღეებს საქართველოს რესპუბლიკაში.
    1. „მომხმარებელთა სერვისი“ ნიშნავს ჩვენი მომხმარებლების სერვისს, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნით მისამართზე: cs@proteller.ge .  
  • „საკომისიოები“ ნიშნავს თქვენს მიერ გადასახდელ თანხებს ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის. რომელიც დეტალურად არის განხილული ჩვენს ვებ-გვერდზე და წარმოადგენს წინამდებარე ვადებსა და პირობებში დადგენილ ცვლილების საგანს.
  • „შემსყიდველი“ ნიშნავს ნებისმიერ კომერციულ თუ ბიზნეს სუბიექტს, რომელიც (ი) იღებს ბართებს MasterCart/Visa სიმბლოებით (სადაც შესაძლებელია საბარათე ტრანზაქცია) ან (იი) კანონიერად არის რეგისტრეიბული შპს პროთელერ ჯორჯიასთან ერთად ტრანზაქციების მიღების მიზნით თქვენი ანგარიშიდან;
  • შპს პროთელერ ჯორჯია ნიშნავს კომპანიას, რომელიც არსებობს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად.
  • „შპს პროთელერ ჯორჯიას ანგარიში“ ნიშნავს ელექტრონული ფულის ანგარიშს, რომელიც გახსენით და გაქვთ შპს პროთელერ ჯორჯიას ვებ-გვერდის მეშვეობით, მათ შორის შეუზღუდავად დამატებითი სერვისების ჩათვლით (მაგ., წინასწარი გადახდის ბარათები);
  • „შპს პროთელერ ჯორჯიას ვებ-გვერდი“ ან ‘“ვებ-გვერდი“ ნიშნავს ვებ-გვერდს, რომელიც ხელმისაწვდომია www.proteller.ge .
  • „გადახდა“ ნიშნავს შემდეგს: (I) თქვენი ანგარიშის ან ბარათის მეშვეობით განხორციელებულ გადახდას; (II) ელექტრონული ფულის ოდენობის დებეტს თქვენი ანგარიშიდან და ამ თანხის გადარიცხვას შემსყიდველის ან შპს პროთელერ ჯორჯიას სხვა მფლობელის ანგარიშზე, როგორც თქვენს მიერ არის მითითებული (მათ შორის გამოწერილი ქვითრის მეშვეობით); ან (III) ელექტრონული ფულის თქვენს ანგარიშზე დარიცხვა და შემსყიდველის შპს პროთელერ ჯორჯიას სხვა მფლობელის ანგარიშზე დებეტირება.
  • „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ არის შპს პროთელერ ჯორჯიას პოლიტიკა, რომელიც განკარგავს პერსონალური მონაცემების დამუშვებას, რომლებიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე და რომელიც შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს;
  • „გამოწერილი ქვითარი“ ნიშნავს სერვისს, რომლითაც ანგარიშის მფლობელი მოითხოვს, რომ განხორციელდეს რეგულარული გადახდები მისი ანგარიშდან გარკვეული ინტერვალებით ონლაინ შემსყიდველის ანგარიშზე;
  • „ვადები და პირობები“ ნიშნავს ანგარიშის ვადებს და პირობებს, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე და შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს;
  • „ჩვენ“, „ჩვენი“ ნიშნავს შპს პროთელერ ჯორჯიას;
  • „თქვენ“, „თქვენი“ ნიშნავს თქვენ, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის სახელზეც არის გახსნილი ანგარიში;

ფიქსირებული საკომისიოს ან/და ჯარიმის გამოთვლის მიზნებისთვის, გამოიყენება საკომისიოს/ჯარმის გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

 

  1. კომფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშნველობა, რაც ვადებსა და პირობებში, თუ აღნიშნულიდან აშკარად სხვა არ გამომდინარეობს.

 

  1. მხარეები ვალდებულნი არიან ვადების და პირობების მოქმედების პერიოდში დაიცვან წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობები. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:

 ა) იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;

 ბ) ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;

გ) ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

  1. მიუხედავათ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, ჩვენ უფლებამოსილები ვართ თქვენი დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:

ა) გადავცეთ ან გავმუჟღავნოთ ჩვენს ხელთ  არსებული ინფორმაცია თქვენს შესახებ, თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ თქვენს მიერ ნებადართულ პირებს, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და ჩვენთან აფილირებულ კომპანიებს;

ბ) გადავცეთ ან გავმუჟღავნოთ ჩვენს ხელთ  არსებული ინფორმაცია თქვენს შესახებ შპს „საქართველოს ფოსტას“ (ან/და სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე სუბიექტს) თქვენთან კომუნიკაციის მიზნით.

გ) ვადების და პირობების მოქმედების პერიოდში დავამუშავოთ თქვენი მონაცემები მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ თქვენგან ან წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირ(ებ)ისაგან მოპოვებას, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას (მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვას ან/და გამჟღავნებას წინამდებარე პირობებში მოცემული მესამე პირ(ებ)ისთვის, რომლებიც შემდგომში განახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას წინამდებარე პირობებით განსაზღვრული მიზნით) მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას), ასევე გადავცეთ მესამე პირს და მივიღოთ მისგან თქვენზე ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, დავალიანების არსებობა არარსებობისა.

დ) ჩვენს ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირების მიერ ხორციელდება თქვენი ან თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ჩვენი შეკვეთით უფლებამოსილი პირების მიერ) ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის გადაცემა კონკრეტული მიზნებისათვის, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი პერსონალური მონაცემებით:

 

  • სახელი
  • გვარი
  • ელ. ფოსტა
  • პირადი ნომერი
  • საბუთის ტიპი (ID ბარათი ან პასპორტი)
  • საბუთის ნომერი
  • გაცემის და მოქმედების ვადა
  • პაროლი (მითითება ხდება ორჯერ)
  • მობილური ტელეფონის ნომერი
  • დამატებითი სტაციონალური ტელეფონის ნომერი
  • საფოსტო ინდექსი
  • სქესი
  • მოქალაქეობა
  • დაბადების თარიღი
  • იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები
  • ანგარიშის ნომერი ან პირის უნიკალური კოდი (ასეთების არსებობის შემთხვევაში)
  • ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც გიკავშრდებათ თქვენ და რის შედეგადაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება
  • სხვა ინფორმაცია, რომელიც ნებისმიერ განაცხადში, ელექტრონულ ველში შეავსეთ ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც თქვენ სხვა ფორმით მოგვაწოდეთ ან რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა.

 

  1. ჩვენთვის, თქვენს მიერ განაცხადის, ელექტრონული ველის შევსებით, სატელეფონო საუბრით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდება განიხილება, როგორც თქვენი თანხმობა ამ მონაცემების ჩვენი მხრიდან დამუშავების თაობაზე.

 

  1. თუ თქვენ მომსახურებების მიღების მიზნით, ჩვენ გვაწვდით მესამე პირების (დამატებითი ბარათის მფლობელი, თავდები პირი, ოჯახის წევრები, დამსაქმებელი და სხვა) შესახებ ინფორმაციას, მათ შორის და არამარტო ინფორმაციას პერსონალური მონაცემების, გადახდისუნარიანობის, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა, ხოლო ჩვენ ვახორციელებთ აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების, დამუშავებას მომსახურებების შესრულებისთვის ან/და მარკეტინგული მიზნით, თქვენ თავად ხართ ვალდებული მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნულ პირთა თანხმობა, მათი პერსონალური მონაცემების ჩვენს მიერ დამუშავებაზე. თქვენს მიერ ამგვარი ინფორმაციის მოწოდების ფაქტი გულისხმობს თქვენს მიერ ამ პიროვნებისგან თანხმობის მოპოვებას და აღარ საჭიროებს ჩვენს მიერ ასეთი დასტურის მოპოვებას. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა მოგვადგეს ჩვენ თქვენს მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თქვენ თანახმა ხართ აგვინაზღაუროთ და დაგივცვათ ჩვენ ნებისმიერი ზარალისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც ჩვენ გავიღებთ საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას;
  2. თქვენთვის ცნობილია და ეთანხმებით, რომ მომსახურებებით სარგებლობის პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, ჩვენს მიერ თქვენი ან თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის მონაცემების (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავება აუცილებელია:

ა) მომსახურებების გასაწევად;

ბ) ჩვენი და მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად;

გ) ჩვენს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;

 

  1. თუ მონაცემთა დამუშავებისთვის, კანონმდებლობა ითხოვს თქვენს თანხმობის არსებობას, აღნიშნულ თანხმობად ჩაითვლება ნებისმიერი ელექტრონული ან/და არაელექტრონული ფორმით გაკეთებული თქვენი განაცხადი, რომლითაც თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ვადებს და პირობებს  და რომელიც ამ განაცხადთან ერთად წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას;

 

  1. ამასთან ჩვენს ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირ(ებ)ის მიერ თქვენი ან თქვენს მიერ მითითებული მესამე პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა და სხვა მიზნით, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე:

ა) მომსახურებების სრულად და ჯეროვნად განხორციელებისთვის;

ბ)  კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ინფორმაციის აუდიტორული კომპანიების, პოტენციური ცესიონერის ან ცედენტის, მარეგულირებლის, მაკონტროლებლის ან სხვა ზედამხედველი ორგანოსათვის ხელმისაწვდომობისთვის;

გ) მომსახურებების გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის;

დ) სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და პრეზენტაციების მოსამზადებლად და სადემონსტრაციოდ;

ე) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე თაღლითობის, ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულის გამოსავლენად ან/და პრევენციისთვის;

ვ) არსებული მომსახურებების ფარგლებში, მომსახურებების პირობების ცვლილების შეთავაზებისთვის, რის აუცილებელ წინაპირობასაც შეთავაზების მომენტისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმება წამოადგენს;

თ) მარკეტინგული მიზნით, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;

 

  1. თქვენ ეთანხმებით მონაცემების წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩამოთვლილი მესამე პირებისთვის გადაცემას ან/და თავად ასეთი პირ(ებ)ისაგან თქვენი ან/და თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირების შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების გამოთხოვა;

 

  1. თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენს მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავდეს თქვენი მონაცემები, კერძოდ: სახელი; გვარი; სქესი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; ასაკი; მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია; შევსებული განაცხადები; IP მისამართი; საკრედიტო ისტორია; სესხის აღების და დაფარვის თარიღი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; შემოსავალი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენ განაცხადში, ელექტრონულ ველში შეავსეთ ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც თქვენ სხვა ფორმით მოგვაწოდეთ ან რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა.

 

  1. თქვენ აცხადებთ თანხმობას ჩვენგან მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგის, ასევე საინფორმაციო და სარეკლამო შეტყობინებები.